09:05 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 20:55:37, 3516 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი სირიაში სამხედრო-საზღვაო ბაზას გააფართოებს

ვლადიმერ პუტინმა სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გაფართოების კანონს ხელი მოაწერა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უფლება აქვს  ტარტუსში 11 სამხედრო ხომალდი განათავსოს, მათ შორის ბირთვული სამხედრო გემები.

შეთანხმების მიხედვით ტარტუსის ბაზა თავდაცვითია და რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
რუსეთი ვალდებულებას იღებს განახორციელოს ბაზის საზღვაო და საჰაერო დაცვა, სირია კი პასუხისმგებელი იქნება სახმელეთო დაცვაზე. რუსეთს ასევე შეეძლება განათავსოს დროებითი მობილური საგუშაგოები ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეთანხმება 49 წლის ვადით იდება და მხარეების თანხმობის შემთხვევაში ვადა კიდევ 25 წლით გახანგრძლივდება. რუსეთის სამხედრო ობიექტები, ტარტუსში 1970-იანი წლებიდან არსებობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics