08:52 - 09 May, 2026
|
2017-12-26 13:41:57, 2857 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ მივიდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ მივიდა, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი ადვოკატთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან იყო მისული და იქ ბრიფინგი გამართა, თუმცა დაკითხვაზე შესვლისგან თავი შეიკავა. "ჩვენ არ შევალთ დაკითხვაზე, რადგან ის საბუთი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოგვიგზავნა, კანონდარღვევით არის შევსებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ერთდროულად ორ საგამოძიებო მოქმედებაზე დაიბარეს, რაც უკრაინის კანნონით აკრძალულია", - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)