08:51 - 09 May, 2026
|
2017-12-26 13:26:06, 3059 ნახვა
მსოფლიო
პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი შეიწყალეს
პერუს პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ, პატიმრობაში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი შეიწყალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მას სიმსივნე აქვს. 79 წლის ფუხიმორი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების ფაქტს პერუში პროტესტი მოჰყვა. დედაქალაქ ლიმაში 5 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ აქცის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე ადამიანი დააკავა. ალბერტო ფუხიმორი პერუს 1990-დან 2000 წლებში მართავდა. ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციისთვის მას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ექსპრეზიდენტმა ციხეში 12 წელი გაატარა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)