01:29 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 13:42:58, 2856 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ის დამარცხების შემდეგ, მოსულში საშობაო ლიტურგია პირველად ჩატარდა

ერაყის ქალაქ მოსულში საშობაო ლიტურგია პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც რეგიონი „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, დაჯგუფების კონტროლის ქვეშ ყოფნის დროს, ნებისმიერი ქრისტიანული რიტუალის ჩატარება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ქრისტიანებს დევნიდნენ, კერძოდ კი, აიძულებდნენ მიეღოთ ისლამი, გადაეხადათ გადასახადები ან სიკვდილით სჯიდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics