07:55 - 09 May, 2026
|
2017-12-23 15:39:51, 2991 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის მმართველი პარტია საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომხრეა
რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერი ლივიუ დრაგნეა, რუმინეთის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომხრეა. ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს. დრაგნეამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუმინეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. “ისრაელის ყველა ცენტრალური ინსტიტუტი იერუსალიმშია, ამიტომ ელჩებს თელ-ავივიდან იერუსალიმში სიარული მუდმივად უწევთ”, – განაცხადა დრაგნეამ. ლივიუ დრაგნეა ამჟამად რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ რეზოლუცია 128 ხმით მიიღო. 9 ქვეყანამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)