|
2017-12-21 22:32:35, 4302 ნახვა
მსოფლიო
საქართველომ გაერო-ში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, სადაც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. კენჭისყრის დროს დარბაზში ქართული დელეგაციის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. კენჭისყრის შედეგების გრაფაში საქართველოს მხრიდან არც თანხმობა და არც უარი ფიქსირდება. ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება უკან წაიღოს. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოქმედება, რომელიც ცვლის ქალაქის არსებულ სტატუსს და დემოგრაფიულ მდგომარეობას, არის უკანონო და იურიდიულად გაუმართლებელი". რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 35-მა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მა. შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც სხდომაზე ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემს, დაფინანსება შეუწყდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)