07:53 - 09 May, 2026
|
2017-12-21 18:31:52, 2626 ნახვა
მსოფლიო
ერაყის ქურთისტანში 350 პატიმარი გაუჩინარდა
ერაყის ქურთისტანში, ქალაქ კირკუკში 350 პატიმარი გაუჩინარდა. დაკარგულ პატიმრებს შორის უმეტესად სუნიტები არიან. ინფორმაციას Human Rights Watch-ი ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, მას შემდეგ რაც ერაყმა კირკუკი დაიბრუნა, პატიმრების კვალს ვეღარსად მიაგნეს. არსებული ინფორმაციით, შვიდმა ადგილობრივმა მცხოვრებელმა აქცია გამართა, სადაც მთავარი მოთხოვნა მათი დაკავებული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო. შეგახსენებთ, 25 სექტემბერს ერაყელმა ქურთებმა რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. ამ ფაქტის გამო ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერს ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინციაში არმიის შეყვანა მოსთხოვა. ოქტომბერში ერაყის სპეცრაზმმა ქალაქ კირკუკზე კონტროლი დაამყარა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)