00:36 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 09:40:47, 2352 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: პოროშენკომ უკრაინიდან ჩემი გაძევების და საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

 „პეტრო პოროშენკომ ჩემი ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო“,-ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტმა,  ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ  სააკაშვილმა ტელეკომპანია news one-ის ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით,პოროშენკო  უკვე მოელაპარაკა საქართველოს ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში მისი დაკავება და ექსტრადირება იგეგმება.

„როგორც ვხვდები პრეზიდენტმა პოროშენკომ, მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, ჩემი ქვეყნიდან გაძევების და საქართველოში ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის მოელაპარაკა საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში ჩემს დაკავებასა და ექსტრადიციას გეგმავენ. საქართვცელოში ცრუ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება, უახლოეს 3-4 დღეში გამოიტანენ განაჩენს“,-აღნიშნა სააკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics