06:49 - 09 May, 2026
|
2017-12-16 14:51:45, 2261 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა 7 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს
ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟაზე Bitthumb-ზე შეტევა განახორციელეს და 7 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას, სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით reuters-ი ავრცელებს. ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ ჰაკერებმა 36 000 მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციაც მიითვისეს. ჰაკერებმა გამოიყენეს იგივე ჰაკერული კოდი, რომელიც ჰაკერთა დაჯგუფება Lazarus-მა 2014 წელს გამოიყენა. სამხრეთ კორეელები აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩრდილოკორეელი ჰაკერები თავდასხმას ახორციელებენ. მსგავსი შეტევა სექტემბერში, კრიპტოვალუტის სხვა სისტემა Coinis-ზეც განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)