06:49 - 09 May, 2026
|
2017-12-15 16:27:10, 2794 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება - სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარმა განაცხადა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. საქართველო ჩემს კომპეტენციაში შედის, თუმცა საგარეო უწყებების ხაზით არანაირი კონტაქტები არ ყოფილა“, - განაცხადა ბოდნარმა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მსგავსი მოთხოვნები იუსტიციის სამინისტროს ხაზით გენერალურ პროკურატურაში მიდის და დასძინა, რომ ასეთი ტიპის პროცესებში საგარეო საქმეთა სამინისტროები არ მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)