22:28 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 21:58:03, 2527 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, მანჰეტენზე მომხდარი აფეთქება ტერაქტი იყო, - ამის შესახებ Ria იუწყება.

როგორც ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, ბოროტმოქმედს "ტერაქტის განხორციელების" შესაძლებლობა არ მიეცა. 

"ვიტყვი პირდაპირ - ეს იყო ტერაქტის მცდელობა. საბედნიეროდ ბოროტმოქმედმა საწადელს ვერ მიაღწია", - განაცხადა ქალაქის მერმა. 

როგორც ნიო-იორკის პოლიციის უფროსმა ჯეიმს ონილმა განაცხადა, ქალაქის ცენტრში აფეთქება 27 წლის აკაიედ ულამ განახორციელა. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მამაკაცს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა თან. 

ამასთან, მედიის ცნობით, აჭვმიტანილი აფეთქების დროს დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

აფეთქების დროს კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ ტერაქტის მოწყობას უკავშირდებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics