16:24 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 13:27:34, 2729 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხდა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მანამდე ისლამური რევოლუციის კორპუსის გენერალმა ქასემ სულეიმანმა ირანის პრეზიდენტს ტერორისტებზე გამარჯვება მიულოცა და შესაბამისი ინფორმაცია გადასცა.

მედიაში ასევე გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ სულეიმანი ტერორისტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში იმყოფება. ცნობილია, რომ ქალაქი ალბუ ქამალი, ირანის ტერიტორიაზე ISIS-ის ბოლო ქალაქი იყო.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ერაყის არმიამ სირიის სასაზღვრო ზონაში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი დაამყარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics