|
2017-07-14 13:01:19, 2476 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ოთარ აბესაძე ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში მერიის სხვა თანამშრომლების სახელებს იყენებს
პროკურორ ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმეში დევს ვიდეო და აუდიო მასალა, სადაც ის მერიის სხვა თანამშრომლებსაც ახსენებს. "2017 წლის პირველ ივლისს გამოძიება დაიწყო ოთარ აბესაძის წინააღმდეგ. იგი დაპირდა მოქალაქეებს, რომ თანამდებობის გამოყენებით დაეხმარებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში მტკვარზე. მოცემულ საქმეზე არსებობს ვიდეო, აუდიო ჩანაწერები. ოთარ აბესაძე მერიის თანამშრომლების სახელებს იყენებს. დასადგენია იმ პირთა წრე, ვისი დახმარებით გასცემდა აბესაძე დაპირებებს. შესაძლოა, დანაშაულში არის მასთან ერთად სხვა პირებიც, რაც დასადგენია. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, დაკავებულია სამოხელეო დანაშაულის მიზნებისათვის პიროვნება, რომელიც ასრულებს საჯარო საქმეს. ოთარ აბესაძე დანიშნულია მერიის მიერ, იღებს 3400 ლარს, შესაბამისად, ის საჯარო სამსახურს ასრულებს", - განაცხადა ირაკლი მარშანიამ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარე 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აბესაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)