|
2017-07-13 13:16:14, 2424 ნახვა
სამართალი
სს „ელიტ ელექტრონიქსი“ ანზორ ქოქოლაძის საპასუხო განცხადებას ავრცელებს
სს „ელიტ ელექტრონიქსი“ ანზორ ქოქოლაძის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სამწუხაროდ კიდევ ერთხელ იძულებული ვართ გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე. უპირველეს ყოვლისა სს “ელიტ ელექტრონიქსი” არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ მფლობელთა საკუთრების უფლებებში და ამ კუთხით თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია ვინმეს ამისათვის შეუძლია მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია ამ საკითხზე დავა დასრულებულია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამდენად წართმეულ ბიზნესთა რიგში სს “ელიტ ელექტრონიქსის” მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ მტკნარი სიცრუეა. რაც შეეხება 24 ივლისს სასამართლოში განსახილველ საქმეს საზოგადოებისათვის უფრო მკაფიო და გასაგები რომ იყოს განვმარტავთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ანზორ ქოქოლაძე ბრალდებულია ორი მუხლით, კერძოდ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილი ფულადი სახსრების 3,4 მილიონი ლარის თაღლითური გზით დაუფლებისათვის და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისათვის, ამ საქმეში სს “ელიტ ელექტრონიქსი” დაზარალებულადაა ცნობილი. ჩვენც დიდი ხანია მოთმინებით ველოდებოდით ამ საქმის განხილვას და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ მივესალმებით სასამართლოს მხრიდან პროცესების გამართვას, რათა მიგვაჩნია რომ დროულად უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და აღსრულდეს მართლმსაჯულება. აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ანზორ ქოქოლაძე ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისათვის, კერძოდ ის თაღლითურად დაეუფლა სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილ 6,5 მილიონ ლარს და 2012 წლის დასაწყისში პრეზიდენტ მ. სააკაშვილის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. ანზორ ქოქოლაძე რომ სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებითაა დაკავებული ეს არ გახლავთ ახალი ამბავი, მან როცა ორი წლის წინაც შეგვახსენა თავი მისი ცილისმწამებლური განცხადებებით, იუწყებოდა რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს ახალი მენეჯმენტი კომპანიის გაკოტრებით იყო დაკავებული და სახსრები საზღვარგარეთ უნდა გადარიცხულიყო, რაც თავის მხრივ ლარის დევალვაციას იწვევდა. თუმცა განვლილმა ორმა წელმა ნათლად დაადასტურა, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი” წარმოადგენს ბაზრის უპირობო ლიდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში, მისი პოზიციები კიდევ უფრო მყარი გახდა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება მის სტაბილურ განვითარებას, გაკოტრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ამით კიდე ერთხელ დადასტურდა ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებების აბსურდულობა. მიგვაჩნია, რომ გამართული პესკონფერენცია გახლავთ ერთგვარი მცდელობა მართლმსაჯულებისაგან თავის დასაღწევად და წამებული ბიზნესმენის იმიჯის მოსარგებად, რის გამოც ის საზოგადოებას შეახსენებს ხოლმე თავს. ეს კი მას აიძულებს პერიოდულად ცრუ ბრალდებებით დაესხას თავს სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს” იმიჯს და წარმოაჩინოს თითქოს მას ვინმემ რაიმე წაართვა, ან კომპანიასთან დაკავშირებით რაიმე უკანონო ხდება“, - ნათქვამია „ელიტ ელექტრონიქსის“ განცხადებაში.
(R)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)