|
2017-07-04 17:59:17, 2429 ნახვა
სამართალი კომენტარი
მამალაძის ადვოკატი: ისეთი ექსპერტიზა ჩატარდა, რომელიც იარაღზე დნმ-ის კვალის არსებობას იმთავითვე გამორიცხავდა
მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დროს, დეკანოზის სახლიდან ამოღებული იარაღი სპეციალური ხსნარით და ტამპონების გამოყენებით დამუშავდა. შესაბამისად, როგორც ადვოკატმა განმარტა, იარაღზე არსებული ყველა კვალი წაიშალა. „დღეს დაიკითხნენ ექსპერტები იარაღის ნაწილში. ერთმა ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც თქვა, რომ იარაღი იყო საბრძოლო მდგომარეობაში. თუმცა, აქვე ჩატარდა ექსპერტიზა, რომელსაც უნდა მოეძებნა იარაღზე რაიმე ნომერი ხომ არ იყო დაფიქსირებული, რის გამოც, ექსპერტმა პრაქტიკულად მთლიანი იარაღი დაამუშავა სპეციალური ხსნარით და სპეციალური ტამპონების გამოყენებით. შესაბამისად, ამ იარაღზე არსებული ყველა კვალი წაიშალა. რაიმე დნმ-ის კვალი რომ ყოფილიყო იარაღზე, მას შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ამ კვალის აღმოჩენა. დაცვის მხარეს რომც ჰქონოდა სურვილი, ჩაეტარებინა ექსპერტიზა, ვეღარ დადგინდებოდა ამ იარაღის შემხებლობა იმ აგენტ პროვოკატორთან. ვგულისხმობ ირაკლი მამალაძეს. ვერც სხვა იმ პირების შემხებლობა და კვალი აღმოჩნდებოდა, ვისაც შეიძლებოდა ამ იარაღთან რაიმე შემხებლობა ჰქონოდა. ისეთი სახის ექსპერტიზა ჩატარდა, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა ამ იარაღზე დნმ-ის კვალის არსებობას. აღარაფერს ვამბობ თითის ანაბეჭდის კვალის არსებობის შესახებ“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)