|
2017-07-03 21:18:02, 2442 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე ხვალ სასამართლო პროცესი გაიმართება
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ მოწმეებს წარმოადგენს პროკურატურა ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. მათი ვინაობა წინასწარ არ ხმაურდება. ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა, ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა, დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს. როგორც პროკურორები ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა როდის მოხდება მისი დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)