18:55 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 12:52:07, 1988 ნახვა

სამართალი
დემურ სტურუას დედა მისი შვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს

დემურ სტურუას დედა მისი შვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ნონა ჯოჯუას განცხადებით, მას სურს, რომ დემურ სტურუას ნამდვილი მკვლელი დააკავონ.

"მინდა რომ ნამდვილი მკვლელი დავინახო. გოდერძი თევზაძის ინტერესი არ მაქვს, რომ ის ნამდვილად მკვლელია. სასამართლომ გაამართლა, მას თავის გზა აქვს. მე ახლა ნამდვილ მკვლელს ვეძებ", - აღნიშნა ჯოჯუამ.

მისივე მტკიცებით, დემურ სტურუას წერილი იძულებით დააწერინეს.

ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა ბრალდებოდა, გაამართლა. საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენს პროკურატურა არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. სტურუამ წერილი დატოვა, სადაც ზეწოლაში გოდერძი თევზაძეს ადანაშაულებდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics