|
2017-06-09 18:57:10, 2601 ნახვა
საზოგადოება მსოფლიო
აზერბაიჯანელი დეპუტატი: მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად დააპატიმრეს
აზერბაიჯანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრის ელმან ნასიროვის განცხადებით, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად დააპატიმრეს. ამის შესახებ დეპუტატმა "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. „ანალიზი აჩვენებს, რომ აფგან მუხტარლი დიდი ქსელის ერთი ნაწილია. ეს რომ მხოლოდ მუხტარლის შეხებოდა, ბუნებრივია, მისი დაპატიმრება საჭირო არ იქნებოდა. საქართველომ და აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად გადადგეს. სამართალდამცავებმა ძალიან დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. გარკვეული პიროვნებების მხრიდან მუხტარლის საქმეში აზერბაიჯანული მხარის დადანაშაულება საფუძველსმოკლებულია. მუხტარლის დაკავება გონივრული იყო. ეს აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ ბოლო წლებში ჩატარებული ყველაზე წარმატებული სპეცოპერაციაა“, - განაცხადა ელმან ნასიროვმა. ჟურნალისტის კითხვას, რამდენად სამართლიანი იყო, რომ აფგან მუხთარლის დაპატიმრების დროს თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ნასიროვმა აღნიშნა, რომ ტექნიკურ დეტალებში გათვიცნობიერებული არ არის. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად გადაიდგა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)