|
2017-06-09 18:25:54, 2018 ნახვა
სამართალი
შსს-მ ორი ქართველი აბიტურიენტი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში წარგზავნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA), სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად ორი კანდიდატი - გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ტვილდიანი და „მომავლის სკოლის“ კურსდამთავრებული, სანდრო სტაჟაძე წარგზავნა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, წარგზავნილი კანდიდატები, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ. მათივე ცნობით, წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა, მათი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით, აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ს პოლიციის აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation - ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ყოველწლიურად არჩევს კანდიდატებს აშშ-ს სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში წარსაგზავნად. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც, USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტრო წელს პირველად ჩაერთო და 2 კანდიდატის წარგზავნის უფლება მოიპოვა. ქართველი სტუდენტების აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლისა და ცხოვრების საფასურს, მათ შორის, წიგნებითა და სტიპენდიით უზრუნველყოფას, რაც წელიწადში 97 000 აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანად აშშ-ს სანაპირო დაცვა ანაზღაურებს. აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემია აშშ-ს საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. 1971 წლიდან საერთაშორისო კადეტები აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში იღებენ უმაღლეს განათლებას, გადიან სამხედრო მომზადებას და ეუფლებიან ლიდერობის უნარებს. აკადემიას აქვს ოთხწლიანი ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია საინჟინრო, მათემატიკურ და სამეცნიერო განათლებაზე. (NS)
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)