|
2017-06-09 15:42:10, 2417 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: გვაქვს მოლოდინი, ომბუდსმენი ობიექტური იქნება და დარწმუნდება, რომ მამალაძე დამნაშავეა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მტკიცებულებების ფონზე და ბრალდების მხარის შესავალი სიტყვიდან გამომდინარე აქვთ გონივრული მოლოდინი, რომ მოსამართლე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძეს საბოლოოდ დამნაშავედ სცნობს. როგორც მან ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარემ საკუთარი შესავალი სიტყვით დეტალურად ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატება მამა გიორგი მამალაძის დანაშაულებრივი ქმედება. ამასთან, პროკურორი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველი, რომელიც პროცესს ესწრება და მონიტორინგს ახორციელებს, ობიექტური იქნება. „გვაქვს მოლოდინი სახალხო დამცველი შეაფასებს საქმეში მიმდინარე მოვლენებს და დარწმუნდება, რომ ბრალდებული არის დამნაშავე. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი ობიექტურად დაიცავს როგორც ბრალდებულის ინტერესებს, ისევე დაზარალებულის ინტერესებს“,-აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ. ამასთან, სხდომის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას, სრულად იყოს სხდომა დახურული. „შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული სხდომები დაიხუროს. დავაკვირდებით და შემდეგ გვექნება მეტი ინფორმაცია და შესაძლებლობა გავაკეთოთ შეფასებები. ვადევნებთ თვალყურს, ვეცდებით სახალხო დამცველის აპარატი დაესწროს სხდომებს“,-აღნიშნა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 23 ივნისს 11:00 საათზე დაცვის მხარის შესავალი სიტყვით განახლდება.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)