13:02 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 16:17:45, 2302 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორის პოსტზე კრისტოფერ ურეის კანდიდატურა წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორის თანამდებობაზე კრისტოფერ ურეის კანდიდატურა წარადგინა. 

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

სააგენტო The Star-ის ინფორმაციით, კრისტოფერ ურეი პროფესიით იურისტია. ის ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა. როგორც ტრამპმა შემდეგში განმარტა, კომი ბიუროს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა და თვითრეკლამით იყო დაკავებული. 

ცნობისთვის, ჯეიმს კომი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების კრემლის წარმომადგენლებთან შესაძლო ფარული შეთანხმების შესახებ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ძალიან ცუდი
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სუს-ის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა
კობახიძე: იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, ივანიშვილის სახით, სპეეკულაციებს არასდროს ჰქონია შედეგი
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics