17:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 17:32:50, 2223 ნახვა

სამართალი საზოგადოება
რუსთაველზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისში, რუსთაველზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მასვე ჩამოერთვა მართვის უფლება 3 წლის ვადით, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გიორგი ჯ.-ს ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
 
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს,  „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი.
 
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.  
 
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics