|
2017-05-31 11:32:38, 2371 ნახვა
სამართალი კომენტარი
შს მინისტრი: ჩვენ, პოლიციელები ვართ ჩვენი ქვეყნის მსახურები და ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებაზე შეკრებილ სამართალდამცველებს მისასალმებელი სიტყვით შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მიმართა. მან პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „2017 წლის 20 აპრილს ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში. ჩემო პოლიციელებო ჩვენი მიღწევები თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმისა და რწმენის შედეგია. მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა, გვჯერა, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ჩვენ, პოლიციელები, ვართ ჩვენი ქვეყნის მსახურები და ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს. პოლიცია მთელ მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოება ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენი სამყარო ბევრად უსაფრთხო და უკეთესი გახდეს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამორჩეულ თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელი წოდებები მიანიჭა, სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები პირადად გადასცა. ღონისძიების მონაწილეებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)