15:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 11:18:38, 2272 ნახვა

სამართალი
შსს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს

საქართველოში დღეს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება.

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები და დელეგაციები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ამასთან, საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგინა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლები - „მძლევარი“, „ირაო“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ წარდგებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics