|
2017-05-21 11:05:49, 2208 ნახვა
სამართალი
აუდიტის დასკვნა, რომელშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ფიგურირებს, ხვალ გასაჯაროვდება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს, ორშაბათს გახდება ცნობილი. როგორც გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ შაბათის კურიერის ეთერში განაცხადა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება. „ერთ-ერთი ეპიზოდი ვრცელ დასკვნაში ეხება მერიის მხრიდან აუქციონის მოწყობას, სადაც პირობად წერია, რომ მიწა, რომელიც აუქციონზე გამოდის, უნდა გაერთიანდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან. მომიჯნავე მიწის მფლობელი არის იურიდიული პირი, რომლის 100% წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძეა. მე მაინტერესებს, აუდიტის სამსახურმა უნდა დაინახოს თუ არა ასეთ საკითხებში რისკები, უნდა მოიკვლიოს თუ არა დამატებითი მასალები,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა. თავდასხმა მოხდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა. ლაშა თორდიას განმარტებით, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)