|
2017-05-19 15:15:49, 1975 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დეკანოზის ადვოკატებმაც დატოვეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმაც დატოვეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, პროცესი მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განმარტებით, ბრალდებულმა გამოხატა პროტესტი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ითხოვა, ადვოკატებსაც დაეტოვებინათ სხდომა. შესაბამისად, ფანცულაიას თქმით, მათ არ ჰქონდათ უფლება ბრალდებულის წინააღმდეგ წასულიყვნენ. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მათი მხრიდან პროცესის დატოვება ერთჯერადად მოხდა და მამა გიორგი მამალაძე მათ მისცემს საშუალებას, მომავალ სხდომას დაესწრონ. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა სრულად დაიხურა. მოსამართლის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბრალდებულის უკმაყოფილება გამოიწვია და დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო სხდომა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)