|
2017-05-16 14:14:01, 2038 ნახვა
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობა გადაეცა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –„საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ – ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელმა, ილიანა დერილოვამ აღჭურვილობის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „რეგულას“ ფირმის, დოკუმენტების ინსპექტირების 50 ერთეული მოწყობილობა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსდება. ახალ აღჭურვილობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ის თანამშრომლები გამოიყენებენ, რომლებიც სასაზღვრო გამტარი პუნქტების პირველ ხაზზე მუშაობენ. პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით, დოკუმენტების როგორც პირველადი, ასევე, მეორადი ინსპექტირების კუთხით შესაძლებლობების განვითარების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა. პროექტს – „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 2013 წლიდან ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)