11:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 15:43:07, 1862 ნახვა

სამართალი
ჰააგის სასამართლოს შესახებ იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირების კამპანია გრძელდება.

იძულებით გადაადგილებული პირების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრები სტუდენტურ წრეებთან დაიწყო. გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტებს ჰააგაში მიმდინარე გამოძიების შესახებ აწვდის ინფორმაციას. პირველი ასეთი შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. დღეს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.

გოჩა ლორთქიფანიძე თსუ-ის სტუდენტებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსსა და მისი განსჯადობის სფეროს შესახებ ესაუბრა, მიაწოდა მათ ინფორმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე, ჰააგის საერთაშორისო გამოძიების სავარაუდო ვადებსა და შედეგებზე. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ძამაშვილმა კი განმარტა, თუ რა განსხვავებაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოების განსჯადობის სფეროებს, აგრეთვე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განსჯად საქმეებს შორის.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის;

გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია;

გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს

საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;

ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას;

გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.

ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics