|
2017-04-28 16:55:28, 2222 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიამ ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადებული ხუთდღიანი მედიასემინარი დასრულდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ მედიასემინარის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. მათივე ინფორმაციით, სწავლებას აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა. სემინარის მთავარი თემები ადამიანის უფლებები, პოლიციის ეთიკის კოდექსი, პერსონალური მონაცემების დაცვა, პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება, კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა,გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, კრიმინალისტიკა და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები იყო. სწავლების განმავლობაში ჟურნალისტებმა სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ სავარჯიშოში მიიღეს მონაწილეობა. მედიასემინარის მიზანი იყო საპოლიციო განათლების საკითხებზე ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ სემინარის მონაწილე ჟურნალისტებს აკადემიის ახალი ვებ-გვერდი - www.http://policeacademy.gov.ge წარუდგინა. ახალი საიტი ვიზიტორებს სასურველი ინფორმაციის მარტივად მოძიებაში დაეხმარება. ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია შსს-ს აკადემიის საქმიანობის, სპეციალური პროფესიული განათლების მიღების პროცედურებისა და სასწავლო პროგრამების, დისტანციური სწავლების, ასევე, აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. საიტის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით შეამოწმონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, ასევე, გახდნენ ელექტრონული ბიბლიოთეკის მომხმარებელი და მიიღონ ინფორმაცია წიგნის ფონდის შევსება-განახლებასთან დაკავშირებით, ონლაინ რეჟიმში ჩაერთონ საჯარო ლექციების მსვლელობაში, ონლაინ სერვისების გამოყენებით, ელექტრონულად გაიარონ რეგისტრაცია, ატვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და აირჩიონ სასურველი დრო და ტური, როგორც აკადემიაში, ასევე, შსს-ს არქივში. ამავე საიტზე სპეციალური გვერდი განთავსდება, სადაც ჟურნალისტები აკადემიაში გავლილი სასწავლო კურსების შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს დაწერენ. (NS)
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)