|
2017-04-25 15:09:40, 1984 ნახვა
სამართალი
დაზარალებულ კომპანიას უკანონოდ ჩამორთმეული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი დაუბრუნდება
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაზარალებულ კომპანიას 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო არენა დაუბრუნდება. "დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ ლურსმანაშვილმა პარტნიორებთან: ელზა გნოლიძესთან, ვახტანგ ჯოხაძესთან, თამაზ სიდამონიძესთან, ნოდარ მექვაბიძესთან, ვასილ ტლაშაძესა და იოსებ ტეტუნაშვილთან ერთად დააფუძნა შპს „გრანდ ემი", რომელმაც 2006 წლის დეკემბრის თვეში, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული აუქციონის გზით კანონიერად შეიძინა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის საფეხბურთო სტადიონი. შესყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში შპს „გრანდ ემ"-მა სტადიონს საკუთარი სახსრებით ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, რომლის დანახარჯმა შეადგინა 500 000 (ხუთასი ათასი) ლარამდე. 2010 წელს, აღნიშნული სტადიონი ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. მესაკუთრეებისთვის ზემოხსენებული ქონების ჩამორთმევის მიზნით დაიწყო გამოძიება და საგადასახადო შემოწმება ,,გრანდ ემი"-ს მიმართ გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე, რაც არ უკავშირდებოდა გორის საფეხბურთო სტადიონის შესყიდვას, რისი კანონიერების საკითხიც გამოძიებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია. გამოძიების მიმდინარეობისას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების გამო სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ვახტანგ ჯოხაძე. განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების და ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, შპს ,,გრანდ ემმა" გორის საფეხბურთო არენა უსასყიდლოდ გადასცა გორის მუნიციპალიტეტს. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, ორ დღეში, ვახტანგ ჯოხაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს საპატიმროდან. ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზარალებულ შპს ,,გრანდ ემ"-ს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი. რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე. ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 60 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 126 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)