|
2017-04-24 14:32:22, 2097 ნახვა
სამართალი
სასამართლო მაკა ჩიჩუას ძმის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ მგალობლიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 11 იანვარს, მიხეილ მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ბრაუნინგის კონსტრუქციის 1922 წლის მოდელის 7.65 მმ-იანი კალიბრის პისტოლეტი ერთი მჭიდით, მასში მოთავსებული 1900 წლის ნიმუშის 7.65მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნით. ასევე, მიხეილ მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს ქარხნული წესით წარმოებული, 1934 წლის 7.65 მმ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაკეთებულია 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. აღნიშნული ნივთები, შესაბამისად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კატეგორიას. ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა აღნიშნული ნივთების შენახვა და ტარება, თუმცა მიუთითა რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან. მიუხედავად ნივთის შეძენის ფორმისა, სასამართლომ მიხეილ მ. დამნაშავედ ცნო, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, როგორც სამოქალაქო, თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთები, ექვემდებარება სპეციალურ აღრიცხვას და შესაბამისი უფლების რეგისტრაციას. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)