|
2017-04-06 16:29:12, 2384 ნახვა
საზოგადოება
„რომი“ პანცილიონში
ავეჯის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ბელგიური კომპანია „რომი“ , რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 40-მდე წარმომადგენლობა აქვს გახსნილი, მათ შორის აშშ-ში, ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, ახლა უკვე საქართველოშია და კომპანია „პანცილიონის“ მომხმარებელს რბილი ავეჯის ფართო და საინტერესო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია “პანცილიონის“ პიარის და მარკეტინგის სამსახურის უფროსის მარიამ ბანცურის თქმით, “რომი“ ერთ-ერთი საუკეთესოა “პანცილიონის“ შოურუმებში წარმოდგენილ ავეჯს შორის და უნიკალურია იმით, რომ მომხარებელს რბილი ავეჯის სასურველი კომპლექტაციისა და დიზაინის შექმნა თავად შეუძლია. “რომი“-ს ავეჯი მაღალი ხარისხით, ტექნიკური ინოვაციებით, პრაქტიკულობითა და ორიგინალური, თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს თავად შეუძლია სასურველი მოდელის შექმნაში სპეციალური პროგრამის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა. მომხმარებელი არაფერშია შეზღუდული, რადგან გარდა სტანდარტული მოდელების ძალიან ფართო ასორტიმენტისა, მომხმარებლს ასევე შეუძლია თავად შექმნას მისთვის სასურველი მოდელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ ამისთვის მომხმარებელს ლოდინიც კი არ უწევს. ახალი პროგრამის მეშვეობით ადგილზევეა შესაძლებელი არა მხოლოდ შერჩეული მოდელის, არამედ სურვილის შესაბამისი ფასის ნახვაც. ამ პროგრამის საშუალებით შეგვიძლია შევარჩიოთ რბილი ავეჯის არა მხოლოდ ფერი, კუთხე და ზომა, არამედ მისი ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი - დაწყებული ქსოვილის ფაქტურით, ნაკერის ფერით, დეკორატიული ფეხებით, მექანიზმებით, დასრულებული ზამბარისა და ღრუბლის სიმკვრივით და ა.შ. მოკლედ, ავეჯის ყველა ელემენტი მომხმარებლის ხელშია“, - აღნიშნავს მარიამ ბანცური. კომპანია “პანცილიონი“ 2002 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისში: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. “პანცილიონის“ შოურუმში წამროდგენილია ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იმპორტირებული ყველანაირი სახის ავეჯი. გერმანული, ბელგიური, პოლონური, უკრაინული და სხვა ევროპული ნაწარმის გარდა, 2007 წლიდან “პანცილიონში“ შესაძლებელია საქართველოში დამზადებული ავეჯის შეძენაც. რაც მთავარია, ფასები არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და იგი დამოკიდებულია დიზაინზე, მოდელზე, მასალაზე და მწარმოებელ ქვეყანაზე. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალური შეკვეთების მიცემაც. (NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|







ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)