|
2017-04-06 10:16:14, 1591 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, ბზის გაჩეხვისგან თავი შეიკავონ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ბზობის დღესასწაული წინასწარ მიულოცა. ამასთან, მან მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის გაჩეხვისგან. „მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ წითელ ნუსხაში შეტანილ ამ უძვირფასეს მცენარეს, კოლხურ ბზას. მოსახლეობას მინდა წინასწარ მივულოცო დღესასწაული, ამავე დროს, ვთხოვო, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ბზის გაჩეხვისგან. უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირიქით გავამრავლოთ ეს ულამაზესი და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მცენარე, რადგან ვფიქრობთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გასული წლების ისტორიიდან თუ ვიმსჯელებთ, უმოწყალოდ ხდება მცენარის განადგურება, რაც არის ჩვენი სიმდიდრე და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს. დღესასწაული ძალიან კარგია და ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ, თუმცა მცენარეებს უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)