2017-04-03 19:49:49, 1763 ნახვა
საზოგადოება
დოლიძე პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე: თუ შეფასდა, როგორც ტერორისტული აქტი, შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თუ კი პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცემა, ის უნდა დაიგმოს ყველა დონეზე და შესაბამისი ზომები გატარდეს.
მისივე თქმით, ტერორიზმს არ აქვს საზღვარი და მის წინააღმდეგ საქართველოც ძალიან აქტიურადაა ჩართული.
"მივუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, შეფასება არ მოჰყოლია, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად უფრო ტერორისტულ აქტს ჰგავს და თუ კი ეს იქნება შეფასებული, როგორც ტერორისტული აქტი, უნდა დაიგმოს ყველა დონეზე და მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები. ტერორიზმს არ აქვს საზღვარი, ეროვნება და ის არის ყველაზე დიდი ჭირი 21-ე საუკუნესი, რომლის წინააღმდეგაც საქართველო ძალიან აქტიურადაა ჩართული", - განაცხადა დოლიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან