|
2017-03-30 14:52:59, 1153 ნახვა
საზოგადოება
დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონები გამოცდის ეტაპზეა
პირველადი მეთესლეობისა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინ ვიტრო ლაბორატორიაში დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა მიმდინარეობს. ლაბორატორია დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ადგილობრივი ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან (CIP) მიღებული 80 სხვადასხვა კლონის გამრავლებას ინ ვიტრო მეთოდებით აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისი პროგრამის - თესლისა და სარგავი მასალის წარმოების განვითარების მხარდაჭერა და აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური ბანკის შექმნა/მართვა - ფარგლებში ხორციელდება. კარტოფილის უვირუსო, სუპერ ელიტური ხარისხის (SSSE კატეგორია) სათესლე მასალის მიღების მიზნით, 8000-ზე მეტი მიკრომცენარე სინჯარიდან ორანჟერეაში გადაირგა; შემდეგ ეტაპზე მათი გამოცდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხდება, ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული კლონების გამოსავლენად. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მეთოდიკის შესაბამისად, ორანჟერეის პირობებში, მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე აღრიცხვები ტარდება, მიღებული მონაცემები კი ერთიან საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (Highly Interactive Data Analysis Platform) შედის. აღსანიშნავია, რომ კარტოფილის კულტურის პარალელურად, კვლევა წარმოებს მრავალწლოვანი კულტურების (კურკოვანი კულტურების კლონური საძირეები, კენკროვანი კულტურები, სამკურნალო მცენარე - გოჯი ბერი, დეკორატიული მცენარეები, ვაზის იშვიათი ჯიშები) ინ ვიტრო გამრავლების და უვირუსო სარგავი მასალის მიღების ეფექტიანი ტექნოლოგიის შემუშავება-დახვეწის მიმართულებით.
(NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)