|
2017-03-30 11:52:46, 1405 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე მეცხვარეებთან ჩავიდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე იმყოფებოდა, სადაც მეცხვარეებს დარგში არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილთან ერთად ესაუბრა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დედოფლისწყაროში ახლადაშენებული ბიოუსაფრთხოების პუნქტიც დაათვალიერა, სადაც უსასყიდლოდ მოხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დედოფლისწყაროში ტახტითეფას ზამთრის საძოვრებზე ინდმეწარმე ბეჟან გონაშვილის ფერმა დაათვალიერა. ბეჟან გონაშვილი სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმომ 540 000 ლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო და წარმოება გააფართოვა. ივრის ზეგანის პატრიოტების ფერმაში 5000 ცხვარია, სეზონურად საწარმოში 20-25 ტონა მატყლს და 40 ტონა ხორცს აწარმოებენ. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. მეცხვარეობის დარგი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის: მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი; ბიოუსაფრთხოების პუნქტები კახეთის რეგიონშიც გაიხსნება. მიმდინარე წელს კახეთში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, 2 პუნქტი აშენდა. 2018 წელს ანალოგიური პუნქტი აშენდება ყვარელშიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ქართულ ცხვარზე გაზრდილია მოთხოვნა არაბულ ქვეყნების მხრიდან. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან განხორციელდა 400 ათასამდე სული ცხვრის (30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტი; აქედან 255 ათასი სული ცხვარი (23 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტირებულია არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითსა და ყატარში. გარდა ამისა, ევროკავშირთან მიღწეული შესაბამისი შეთანხმებით, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველი მეცხვარეები ახალი გამოწვევების წინაშე არიან. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მათ შესაძლებლობა მიეცათ მაქსიმალურად გამოიყენონ ის პოტენციალი, რაც საქართველოში მეცხვარეობის დარგში არსებობს. სოფლი მეურნეობის მინისტრთან ერთად დედოფლისწყაროში კახეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა კვარაცხელია და მეცხვარეთა ასოციაციის თავნჯდომარე ბექა გონაშვილი იმყოდებოდნენ. (NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)