|
2017-03-28 15:58:56, 1445 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გახსნა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისში, „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრის გახსნას დაესწრო, სადაც პროექტ შეღავათიანი აგროკრედიტის - აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით დაინერგა სალათის ხაზი, რომელიც ორიენტირებულია ამიერკავკასიის მაკდონალდსის სისტემის სრულ მომარაგებაზე. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემების დანერგვისთვის და საწარმოს მოწყობისთვის 2,650,000 აშშ დოლარი დაიხარჯა საიდანაც 650,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის ინსტრუმენტები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორს, იძლევა საშუალებას, საქართველო განვითარდეს როგორც ლოგისტიკური ჰაბი და იყოს რეგიონული მნიშვნელობის. მაკდონალდსი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში გამოჩნდა და წლების განმავლობაში ძალიან გეგმაზომიერად და წარმატებით ვითარდება. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პერსპექტივაში განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრს და მაკდონალდსის გადამამუშავებელ საწარმოებს. შესაბამისად, ქართული ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაჩნდეს ჯერ საქართველოში მაკდონალდსების ქსელში და შემდგომ უკვე ექსპორტზეც ვიფიქროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გახსნის ცერემონიალს მაკდონალდსის ლოგისტიკის ევროპის დივიზიონის დირექტორი ფილიპ მიდი, თემურ ჭყონია და გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე ესწრებოდნენ. „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გათვლილია ამიერკავკასიის რეგიონზე; მისი დაგეგმარების პროცესში ჩართული იყო ევროპის მაკდონალდსი და მისი ოფიციალური პარტნიორი, გერმანული ლოგისტიკური კომპანია „ჰავი“. ლოგისტიკური ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ ჰყავს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ევროპაში აღიარებულ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ლოგისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს. ცენტრის სრული ფართობი შეადგენს 3300 კვ. მეტრს, განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 2.3 მილიონ ევროს, ცენტრში დასაქმებულია 30 ადამიანი, ცენტრში შესაძლებელია დღეში 1500 ტონა პროდუქციის გადამუშავება. „მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, მსოფლიოს 119 ქვეყანაში „მაკდონალდსის“ 36 000-ზე მეტი რესტორანი ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 000 000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 11 ფილიალი აქვს - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში. 2016 წლის კვლევის შედეგებით, მაკდონალდს საქართველო ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა. (NS)
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)