04:17 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 11:34:18, 1379 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ მეკეიძეებში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა

მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ მეკეიძეებში მშენებარე  საბავშვო ბაღი დაათვალიერა, იქ შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათგან მოისმინა ინფორმაცია სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ.  

მთავრობის თავმჯდომარე მათ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთაში მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებული გაფრთხილება  და ზრუნვა ესაჭიროება, რაც ჩვენი მთავრობის პირორიტეტია.

,,მიხარია, რომ პირველი ბაღი აშენდა ამ სოფელში. ეს არის კაპიტალური შენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება და მის გახსნასაც აუცილებლად დავესწრებით"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

25 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა კლიმატური პირობების გამო დროებით შეჩერებულია. სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აპრილში გაგრძელდება და უახლოეს პრერიოდში დასრულდება.

მაღალმთიან რეგიონში სამუშაო შეხვედრების ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად განათლების, კულტურისა და სპროტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტემენტის ხელმძღვანელი, არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics