04:17 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 20:17:20, 1707 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ხულოში საბავშვო ბაღი გახსნა

მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შევხედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფელ ქედლების საბავშვო ბაღი ოფიციალურად გახსნა.

,,დღეს ქედლებში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი.ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. პროექტში 260 ათასი ლარი დაიხარჯა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღი, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ძალიან მალე აქ მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება ატრაქციონები, ბავშვებისთვის ახალი გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება 4 ახალი საბავშვო ბაღის აშენებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

50 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი უკვე ორი კვირაა ფუნქციონირებს და იგი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით აშენდა. ბაღში 11 ადგილობრივი კადრია დასაქმებული. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და ამ ეტპაზე მისი გარე სივრიცის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ქედლების საბავშვი ბაღის მშენებლობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტმა 250 ათასი ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ ახალი საბავშვო ბაღი მშენებლობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებშიც მიმდინარეობს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics