02:22 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 17:08:38, 1528 ნახვა

საზოგადოება
შსს-სა და განათლების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მოიცავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების განხორციელებას, რესურსების, მათ შორის, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის გაზიარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.

მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე შსს-ს აკადემიის მიერ ინიცირებულ ახალ პროექტზეც - „ერთი დღე აკადემიაში“ - იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი შსს-ს აკადემიაში მიმდინარე წლის მაისში საპილოტე რეჟიმში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის თანამშრომლების, ლექტორებისა და ინსტრუქტორების მხარდაჭერით, საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლო კურსსა და პრაქტიკულ სამუშაოში.

შეხვედრის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, რეალური და ვირტუალური ტირი და იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაათვალიერა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics