|
2017-03-23 10:32:08, 1351 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: C ჰეპატიტის ფარგლებში 25 000-მა ადამიანმა მკურნალობა დაასრულა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელი გვაქვს
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, С ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასი ადამიანიდან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დრევანდელ სხდომაზე განმარტა, 25 ათასი ადამიანიდან 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია. "სამეგრელოში, ზუგდიდში, გაიხსნა C ჰეპატიტის თანამედროვე ცენტრი. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდში გამოკვლევების შედეგად, არის ძალიან მაღალი C ჰეპატიტის მაჩვენებელი. ეს იქნება უნიკალური ცენტრი იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება კომბინირებული სერვისები, როგორც სკრინინგის, ასევე დიაგნოსტიკის, ექიმის მომსახურების, მედიკამენტების გაცემის. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარებით ხორციელდება. ამ ცენტრის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, რომ ნეიტრალური პასპორტის მქონე ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ისარგებლონ ამ პროგრამის მომსახურებით. C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში უკვე 35 000-მა ადამიანმა ისარგებლა, აქედან 25 000-მა დაასრულა მკურნალობა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია. მინდა, ჯანდაცვის სამინისტროს მადლობა გადავუხადო. ანუ, ეს არის თითქმის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე, რომელიც ამ პროგრამის გარეშე იყო განწირული ლეტალური შედეგისთვის",- განაცხადა პრემიერმა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)