|
2017-03-21 14:12:29, 1208 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაუნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაუნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ,,საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის’’ ინიციატივით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიებაში ,,ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრის“, ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ბავშვები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპეციალური მაისურებით მსვლელობა, დარიგდა ფლაერები. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში დაუნის სინდრომის მქონე და შშმ ბავშვებისთვის სპექტაკლი ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მიზანი ერთი მხრივ საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა, ხოლო მეორე მხრივ კი - დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათი სრულფასოვანი ცხოვრების ხარისხის ზრდა. „აჭარის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აჭარაში სულ რეგისტრირებულია 33 დაუნის სინდრომის მქონე პირი, მათ შორის 25 - 15 წლამდე ასაკისაა. 2017 წლის მესიჯია - „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. იგი ინიცირებულია დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. უკვე მეოთხე წელია, რაც დამკვიდრდა უთვალავი წინდის ტრადიცია „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის უცნაური ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღის არსებობა გამოწვეულია სწორედ დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების გამო მთელს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ძალიან ბევრს შრომობს დს ადამიანთა სრულფასოვან ინტეგრაციასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე საზოგადოებაში, პრობლემები საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება მაინც არსებობს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. 21 მარტი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება.
(NS)
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)