|
2017-03-20 11:37:00, 1267 ნახვა
საზოგადოება
აუდიტმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დარღვევა-ნაკლოვანებები გამოავლინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი. მათი ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: „სამსახურის მიერ არათანაბარი მიდგომებია ვეტერანების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. გადამისამართებულია ისეთი დაავადების მქონე ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების განცხადებები, როგორიცაა ონკოლოგიური დავადებები, გულის მწვავე დაავადებები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ქიმიოთერაპია, პნევმონია და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც დაფინანსებულია ისეთი მომსახურება, როგორიცაა: სტომატოლოგიური,გინეკოლოგიური, საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები და სხვა; რიგ შემთხვევებში, დაფინანსებულია ისეთი ბენეფიციარების მკურნალობის ხარჯები, რომლებზეც არ დასტურდება, რომ მიეკუთვნებოდნენ მატერიალურად გაჭირვებულთა კატეგორიას. 23 შემთხვევაში დაფინანსებულია სამსახურის თანამშრომლები ჯამური თანხით 93.7 ათასი ლარი; ზოგიერთ შემთხვევაში, დაფინანსებულია დაახლოებით ერთი წლის სამყოფი მედიკამენტები, ისე რომ არ არის ფორმა N100-ში მითითებული წამლის მიღების ხანგრძლივობა. არის შემთხვევა, როდესაც დაფინანსებულია ერთი და იგივე მოქმედების პრეპარატი ისეთი ოდენობით, რაც საკმარისი იქნებოდა ერთი ადამიანისთვის 10 წლის განმავლობაში; სამსახურის ბიუჯეტიდან შპს „ლანცეტი“-სთვის ანაზღაურებულია ისეთი სახის ამბულატორიული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებების ღირებულებები, რომელსაც სრულად (100%) ანაზღაურებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; შშმ რეაბილიტაციის ცენტრისთვის ანაზღაურებულია 37 ბენეფიციარზე 42 ერთეული პროთეზის დამზადებისთვის 425.7 ათასი ლარი. იგივე მოცულობის საპროთეზო მომსახურების გაწევა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით შეადგენდა 323.0 ათასი ლარით ნაკლებს; ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას საავანსო თანხის გადარიცხვა „კონვენტ ჯორჯია“-სთვის განხორციელებულია გარანტიის გამცემი ბანკის სანდოობის შესწავლის გარეშე. შედეგად, გარანტორი ბანკის მიერ ანაზღაურებული არ არის საავანსოდ გადარიცხული თანხიდან შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება 363.3 ათასი ლარი“,-ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)