|
2017-03-10 12:36:06, 1476 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი GEO CORS-ის სადგურების აღდგენაზე მუშაობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტის GEO CORS-ის ფარგლებში, GPS სადგურების ქსელის მონიტორინგსა და აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სამუშაოების შედეგად, ონის GPS სადგურის ფუნქციონირება აღდგა, რამაც რაიონიდან ზუსტი და საიმედო მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიღება უზრუნველყო. მათივე ინფორმაციით, CORS–ის სისტემის დახმარებით მიწის აზომვა დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობითაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი საამზომველო კომპანიების ბიზნესის განვითარებას, ხოლო მოქალაქეებისთვის აუმჯობესებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარსადგენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სიზუსტესა და ხარისხს, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მთავარი მონაცემია. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 23 სადგური, მათ შორის 7 ა კლასის სადგური მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 16 ბ კლასის სადგური - სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას. აღსანიშნავია, რომ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) დაფინანსებით ხორციელდება, დაგეგმილია GPS სადგურების ქსელის შეფასება, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ქსელის გაფართოება და ახალი სადგურების დამატება მოხდება. ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამოქალაქო მშენებლობის, ტოპოგრაფიული და საკადასტრო სამუშაოების და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, რაც საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს. დღეისთვის GEO CORS–ის სისტემაში ჩართულები არიან ქვეყნის სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები, რომლებიც ქსელით უფასოდ სარგებლობენ. (NS)
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)