15:03 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 14:22:21, 1556 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის ეზოში აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია, ტელევიზიის ეზოში მშვიდ ვითარებაში გრძელდება.

ადგილზე ტელეკომპანიის მხარდამჭერები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.  

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი არავის მისცემენ საშუალებას, რომ „რუსთავი 2“-ის შენობაში შევიდნენ.

„ჩვენ ვართ და ვიქნებით „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ, რომ არავის მივცეთ საშუალება ფიზიკურად შევიდეს ოფისში და ფიზიკურად განახორციელოს ის უკანონობა, რომლიც გუშინ სასამართლომ გამოიტანა. რაც შეეხება პროტესტის დანარჩენ ფორმებს, ჩვენ გვექნება შიდაპარტიული კონსულტაციები, გვექნება კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, სხვა პარტიებთანაც.  ის რაც დღეს ხდება  ეს არ არის პარტიული თემა, ეს  არ არის ერთი ან ორი პარტიის თემა, ეს არის გამოწვევა საზოგადოების მიმართ. ჩვენ როგორც საზოგადოების ნაწილი ვიმოქმედებთ საზოგადოების სეგმენტებთან ერთად“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, გუშინ უზენაესმა სასამართლომ  „რუსთავი 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics