|
2017-03-02 14:02:14, 2141 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
„ზოგიერთი მედიასაშუალება ბევრად ობიექტურია, ვიდრე „რუსთავი 2“, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა, ბოლომდე მიიტანონ სათქმელი“
„ქალთა მოძრაობის“ დამფუძნებლის ბაია პატარაიას განცხადებით, „რუსთავი2“ კრიტიკული მედიაა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის მისი ამ სახით არსებობა მნიშვნელოვანია. როგორც პატარაიამ უზენაესი სასამართლოდან „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, დღეს საქართველოში ბევრი მედიასაშუალებაა და მათგან ზოგიერთი „რუსთავი2“-ზე პროფესიონალი და ობიექტურია, თუმცა მათ არ აქვთ შესაძლებლობა, სათქმელი საზოგადოებამდე ბოლომდე მიიტანონ: “ზოგს არ სჯერა, არ დაიხურება „რუსთავი2“, ამბობენ, რომ შეიცვლება მფლობელი და ეს არ არის ეს პრობლემა. პრობლემაა, მეგობრებო, იმიტომ, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, დღეს „რუსთავი2“ ჩემთვის ღირებული იმიტომაა, რომ არის კრიტიკული მედია, ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და მედიის მთავარი როლიც ისაა, რომ იმას, ვისაც აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება ჩაგდებული ხელში და, სამწუხაროდ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი და არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, მათ ხელშია უშველებელი ძალაუფლება თავმოყრილი, აღარ არსებობს არანაირი ბალანსი, ერთადერთი, ვისაც შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას, როცა შეცდომებს უშვებს, ესაა სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ მან უნდა იცოდეს ამის შესახებ, მეორე უნდა ჰქონდეს საშუალება გამოხატოს, „რუსთავი2“ თავის ეთერს უთმობს კრიტიკულად მოსაუბრე არა მარტო ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორსაც. დღეს საქართველოში, რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი მედიასაშუალება, ზოგიერთი მათგანი, ჩემი აზრით, არის ბევრად უფრო პროფესიული და ობიექტური, ვიდრე „რუსთავი2“, არ გეწყინოთ, მაგრამ მათ არ აქვთ ის დაფარვა, ის ხმა, რომ ბოლომდე მიიტანონ სათქმელი“,-განაცხადა ბაია პატარაიამ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)