|
2017-03-02 11:41:35, 1360 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაემგზავრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) გენერალურ მდივანთან იერუნ სხოკენბრუკთან. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდა ამისა, მინისტრი ევროპის საბჭოს დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დირექტორატის ხელმძღვანელს ჟან კლისენს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნიეკს შეხვდება. კახა კახიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და წარმომადგენლებს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე მიაწვდის ინფორმაციას და სამომავლო გეგმებს გააცნობს. სტრასბურგში ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან ურთიერთობების განვითარება და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. შესაბამისად, რეფორმების განხორციელებისა და სიახლეების დანერგვის პროცესში, სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაცების გაზიარებას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)