|
2017-02-28 13:09:50, 1559 ნახვა
საზოგადოება
„ბლექ სი არენამ“ 2017 წელს კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა
მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში ქართულ-უცხოური კულტურული ღონისძიებების გამართვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. ინტერესთა გამოხატვის საშუალებით შეირჩევა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ივნისი-სექტემბრის განმავლობაში „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. დღეიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში დაინტერესებულ მხარეს შეეძლება წარმოადგინოს წინადადებები, თუ რომელი ან რამდენი მუსიკალური, ქორეოგრაფიული თუ სხვა სახის კულტურული ღონისძიების ორგანიზება შეუძლია. კონკურსში მონაწილე სუბიექტების განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგში მოღვაწე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა, რეპუტაცია და გამოცდილება აქვთ. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების გამოცდილება. დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ „ბლექ სი არენას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.bsa.com.ge და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://procurement.gov.ge/. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)