|
2017-02-27 12:54:42, 1390 ნახვა
საზოგადოება
ზაალ მიქელაძე გაეროს ასამბლეის პროექტის მონაწილეებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის 25 მონაწილეს შეხვდა. მინისტრმა დელეგატებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო, ასევე უპასუხა მათ შეკითხვებს. ფორუმი 25-27 თებერვალს ტარდება და მასში 600-მდე დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეის მიზანი ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად 17 გამოწვევაზე მსჯელობაა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო: განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა. დელეგატები 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე გამართულ სესიებსა და დებატებში ღებულობენ მონაწილეობას. გაეროს მოდელირებული ასამბლეა საქართველოში მესამედ, ბათუმში კი მეორედ არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისათვის'' ორგანიზებით ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)