09:19 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 22:45:02, 1331 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა თბილისის მერობისთვის კენჭისყრას არ აპირებს

მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მით უმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

როგორც თბილისის ყოფილმა მერმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მის ქმედებებს სწორედ ასე აღიქვამს.

„მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მითუმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, მაგრამ ფუნდამენტურად ეს არ არის დაბრუნება. აქ არის განსხვავება ჩემს და მიშას ხედვას შორის. მიშა ამას უყურებს, როგორც დაბრუნების პროექტს,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ურთიერთობები „ფუნდამენტურად მიუღებელი აღმოჩნდა“. მისივე თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის საკითხზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საუბარი და ეს განხილვა მაშინაც მწვავე კოფლიქტით დასრულდა.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს ერთი წელიც ის ყოფილიყო პრეზიდენტი და არა პარტიის ლიდერი,“ - აცხადებს უგულავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics